ლაუშა, სოფელი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტში (დაბა ჟინვალის ტერიტორიული ორგანო), გუდამაყრის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ხორხის (მთიულეთის არაგვის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1000 მ, დუშეთიდან 29 კმ. 2014 აღწერით მოსახლ. რაოდენობა არ აღემატება 10 კაცს.
სოფლის განაპირას, აღმ-ით მდებარეობს შუა საუკუნეების კვირაცხოვლის დარბაზული ეკლესია, რ-ის ირგვლივ რამდენიმე მართკუთხა ნაგებობისა და გალავნის ნანგრევებია. სოფლის სამხრ.-დას-ით, საყარაულოს ხევის მარჯვ. ნაპირზე არის შუა საუკუნეების კიდევ ერთი ეკლესია, რ-ის სამხრ.- აღმ-ით და დას-ით ნატეხი ქვით ნაგები სამი აკლდამაა საკმაოდ მოზრდილი კოლექტ. სამარხებით.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 2, თბ., 2004.