ლაფანყური, სოფელი კახეთის რეგიონის თელავის მუნიციპალიტეტში (ნაფარეულის თემი), მდ. ლოპოტის (ალაზნის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 580 მ, თელავიდან 36 კმ. 620 მცხ. (2014).
სოფლის მიდამოებში შემონახულია მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლი, მათ შორისაა: დარბაზული ეკლესია განვით. შუა საუკუნეების გოჭისგორის საყდარი, რ-იც დგას სოფლის სამხრ.-დას-ით 1,5–2 კმ- ზე, გოჭისგორად წოდებულ მცირე ბორცვზე; დევისხვრელის (ცაბაურთა) სამნავიანი ბაზილიკა, მდებარეობს სოფლის ჩრდ.- აღმ-ით, მდ. ლოპოტის ხეობაში, თარიღდება ადრინდ. შუა საუკუნეებით; ტორნისის ღვთისმშობლის VII–VIII სს. სამეკლესიიანი ბაზილიკა კი სოფლის ჩრდ-ით 3 კმ-ზეა მდ. ლოპოტის ხეობაში.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, წგ. 1II, თბ., 2015.