ლაფიანხევი, ღვარცოფული მდინარე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ივრის მარცხ. შენაკადი. სათავეს იღებს გომბორის ქედის დას. კალთაზე, ზ. დ. 1620 მ-ზე. სიგრძე 11,5 კმ, აუზის ფართ. 51 კმ 2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ‒ ზაფხულსა და ზამთარში, წყალმოვარდნები – შემოდგომაზე. საშ. წლ. ხარჯი 0,5 მ 3/წმ.