ლაფურიის უღელტეხილი

ლაფურიის უღელტეხილი, უღელტეხილი ონის მუნიციპალიტეტში, შოდა-კედელას ქედზე. სიმაღლე 2824 მ. აგებულია ცარცული კირქვებით, ქვიშაქვებითა და ფიქლებით. დაფარულია ალპ. მდელოებით. აკავშირებს მდ-ების საკაურისა და შეისურის (რიონის მარჯვ. შენაკადები) ხეობებს.