ლაფჩინსკი (Lapczyński) კაზიმეჟ (1823–1893), პოლონელი მთარგმნელი. 1844 ჩამოვიდა საქართველოში. მუშაობდა ინჟინრად. დაინტერესდა ქართ. ფოლკლორით, კრებდა ქართ. ანდაზებს. მეგობრობდა გ. ერისთავთან, რ-ის დახმარებითაც თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ და გამოაქვეყნა 1863 „ბიბლიოტეკა ვარშავსკაში“ (1863). ამ თარგმანისათვის წამძღვარებული შესავალი დაიბეჭდა „ცისკარში“ (1870). ლ-ის მიერ ქართ. თემატიკაზე შექმნილ თხზულებათა შორის მნიშვნელოვანია „თბილისიდან არარატამდე“.
ს. რავიჩი