ლაღზწითი, მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ-ების თერგისა და დიდი ლიახვის სათავეების წყალგამყოფზე. სიმაღლე 3877 მ. აგებულია ზედაიურული კარბონატული ფლიშით. აქვს მცირე მყინვარები, მ. შ. უდიდესიდან იწყება მდ. დიდი ლიახვი.
ლ-ზე პირველად ავიდნენ 1930 (ხელმძღვ. გ. გიორგიძე).