ლაშა გიორგის მონეტების განძი

ლაშა გიორგის მონეტების განძი, XIII ს-ში ლაშა გიორგის სახელით მოჭრილი სპილენძის მონეტების განძი. აღმოჩენილია თბილისში 1909. განძის შემადგენლობაში შედიოდა ჯალალედინის მიერ 1226 ქართული ფულისგან გადაჭედილი მონეტები. იმავე შემადგენლობის განძი თბილისში აღმოჩნდა XIX ს. 90-იან წლებში.

ორივე განძის მონეტები გაიფანტა.

ლიტ.: დუნდუა გ., დუნდუა თ., ქართული ნუმიზმატიკა, ნაწ. 2, თბ., 2011; Джалагания И. Л., Иноземная монета в денежном обращении Грузии V– XIII вв., Тб., 1979.