„ლაშარი“

„ლაშარი“, ქართული ყოველკვირეული ჟურნალი, სრულიად საქართველოს ახალი მწერლობის კავშირის ორგანო; გამოვიდა 1923 თბილისში (მხოლოდ №1; გამომცემელი – სარედაქციო კოლეგია; ტირაჟი 1000 ც.). ჟურნალში დაბეჭდილია „ახალი მწერლობის დეკლარაცია“ (ავტორი პ. ინგოროყვა), ვ. გაფრინდაშვილის, ს. კლდიაშვილის, ტ. ტაბიძის, ვ. კოტეტიშვილის, პ. იაშვილის, კ. სუმბათაშვილისა და სხვ. ქართვ. მწერლების ლიტ. წერილები და სტატიები.