ედილაშვილი ვახტანგ იასონის ძე (18. XII. 1909, სოფ. ბრეთი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 13. IV. 1985, თბილისი), გეოლოგი. გეოლ.-მინერალოგიურ მეცნ. დოქტორი (1965), საქართვ. დამს. გეოლოგი (1984). დაამთავრა ამიერკავკ. ინდუსტრ. ინ-ტი (1934). საქართვ. გეოლ. სამმართველოს სისტემაში ხელმძღვანელობდა აგეგმვითსა და სასარგებლო წიაღისეულის ძებნა-ძიებით სამუშაოებს. არის სხვადასხვა მასშტაბის მრავალი სახელმწ. გეოლ. რუკის ავტორი. იყო საკავშ. გეოლ. სამინისტროს კურატორი კავკ. გეოლ. აგეგმვის საკითხებში. მისმა გამოკვლევებმა დიდად შეუწყო ხელი შაორის ქვანახშირის საბადოს, აგრეთვე თბილისისა და ცაიშის თერმული წყლების ახ. საბადოების აღმოჩენას. 1949–54, როგორც კავკ. ნახშირძიების ტრესტის მთავარი გეოლოგი, ხელმძღვანელობდა გეოლ.-აგეგმვითსა და ძებნა-ძიებით სამუშაოებს იურული ნახშირიანი ნალექების გავრცელების რაიონებში. 1954–65 იყო კავკ. მინერ. ნედლეულის ინ-ტის სექტორის გამგე, 1969–70 – საკავშ. ტრესტ „სპეცგეოფიზიკის" ამიერკავკ. გეოფიზ. ექსპედიციის მთ. გეოლოგი; შეისწავლა ტიტანშემცველობა კავკასიაში, საქართვ. მანგანუმის საბადოები, გეოლ. სუბსტრატის ზედაპირის ხასიათი აჭარა-თრიალეთსა და სამხრ. კახეთში. არის მრავალი სამეცნ. შრომის ავტორი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Геология районов развития среднеюрских угленосных и олигоценовых марганцоносных отложений Грузии и смежных с ней областей, Тб., 1965; О воз- расте верхнеюрской пестроцветной свиты Грузии, «Труды КИМС», 1971, в. 9(11) (თანაავტ. Р. Леквинадзе); Геологическое районирование Кавказа и проблемы круп- номасштабной геологической съемки, Тб., 1975 (თანაავტ.).
ვ. ზესაშვილი