ლაშიჭალა, ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი ცაგერის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდ. ლაჯანურის ხეობაში, ზ. დ. 800–900 მ. ჰავა რბილია, იცის თოვლიანი ზამთარი და ზომიერად ნოტიო ზაფხული. ძირითადი სამკურნ. ფაქტორია ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული მაგნიუმ-კალციუმიანი მინერ. წყალი. წყლის მინერალიზაცია – 0,8–1,2 გ/ლ, ტემპ-რა 13–15°C, საერთო დებიტი დაახლ. 12 000 ლ დღე-ღამეში. იყენებენ სასმელად და აბაზანებისათვის. სამედ. ჩვენება – საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონ. დაავადებანი. ლ-ში არის სააბაზანო შენობა, გახსნილია ოჯახური სასტუმრო. კურორტი ფუნქციონირებს ზაფხულის თვეებში.
გ. უშვერიძე