ლაშხი ალექსანდრე არსენის ძე (დ. 4. II. 1945, თბილისი), მათემატიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1993). 1968 დაამთავრა თსუ-ის მექანიკა-მათ. ფაკ-ტი. 1971-მდე მუშაობდა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის ალგებრის კათედრაზე. 1971–84 იყო საქართვ. მეცნ. აკადემიის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის უფრ. მეცნიერი თანამშრომელი, 1984–85 – სპი-ის (ამჟამად სტუ) უმაღლესი მათემატიკის კათედრის გამგე. 2005-07 და 2008-09 იყო ბათუმის სახელმწ. უნ-ტის რექტორის მოადგილე, 2007-08 – რექტორი; არის სტუ-ის ნ. მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათ. ინ-ტის მთ. მეცნიერი თანამშრომელი, სტუ-ის გამოთვლითი მათ. დეპარტამენტის ხელმძღვანელი (2012–17). სტუ-ის ემერიტუს პროფესორი (2017-იდან). 1983-იდან იყო სხვადასხვა ქვეყნის (საფრანგეთი, ინგლისი, ისრაელი, იტალია, გერმანია და სხვ.) უნ-ტების მიწვეული პროფესორი.
ლ-ის სამეცნ. ინტერესების სფეროა ალგებრა, ტოპოლოგია. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომის, სტატიისა და სახელმძღვანელოს ავტორი.
თხზ.: ქრონიკები საქართველოში მათემატიკური განათლების ისტორიიდან (1800–2000 წწ.), თბ., 2013 (თაავტ.); General geometric lattices and projective geometry of modules, J. Math. Sci. 1995, N74; Lattices of subrepresentations of Lie algebras and their isomorphisms. იქვე, 2007, №141; Modeling of ring geometry von Neumann’s point of view. N.Y., 2013.