ლაშხი რევაზ გივის ძე

ლაშხი რევაზ გივის ძე (დ. 26. V. 1988, ბორჯომი), სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). ოლიმპიური თამაშების მეორე (2012, ლონდონი) პრიზიორი; ევროპის ჩემპიონი (2011); საერთაშ. ტურნირების გამარჯვებული (2012, 2014); ჭაბუკთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე (2005) და ევროპის ჩემპიონატის მეორე (2004) პრიზიორი.