ლაშხი ქეთევან სპარტაკის ასული (დ. 22.V. 1957, თბილისი), რადიოლოგი. საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2015). 1982 დაამთავრა თსსი. 1983–90 იყო ნ. კახიანის სახ. ამიერკავკ. რკინიგზის საავადმყოფოს კარდიოლოგი; 1991–96 მუშაობდა სხივური და ინტერვენციული დიაგნოსტიკის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის (ახლანდ. აკად. ფ. თოდუას სახ. სამედ. ცენტრი) კომპიუტერული ტომოგრაფიის განყ-ბაში. 1991, 1995, 1997, 2010 წლებში კომპიუტერული ტომოგრაფიისა და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის სპეციალიზაციის განხრით გაიარა სტაჟირება ქ. გრაცის (ავსტრია) საუნივერსიტეტო კლინიკაში. 1997-იდან ხელმძღვანელობს კლინ. მედიცინის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განყ-ბას.
ლ-ს სამეცნ. ნაშრომები და გამოგონებები ეძღვნება კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევის აქტუალურ საკითხებს.
ლ. არის საქართვ. (1993) და ევრ. რადიოლოგთა ასოციაციების წევრი (1997).
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, ასევე საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის გ. მუხაძის სახ. პრემია (2010).