ლაჩთა, სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ონის მუნიციპალიტეტში (შეუბნის თემი), მდ. რიონის მარჯვ. ნაპირზე. ზ. დ. 920 მ, ონიდან 2,5 კმ. 171 მცხ. (2014). ლ-ში არის უნიკალური მინერ. წყალი, რ-იც სამკურნალოდ გამოიყენება.
ისტ. წყაროებში იხსენიება XVII ს-იდან. სოფელში შემორჩენილია გვიანდ. ფეოდ. ხანის რამდენიმე ციხესიმაგრის ნანგრევი.
თ. ბერაძე