ლაცგა, მთა მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მდ-ების – მესტიაჭალისა (მულხრის მარჯვ. შენაკადი) და ადირსუს (ბაქსანის მარჯვ. შენაკადი) სათავეებში. სიმაღლე ზ. დ. 4019 მ. დაჰყურებს ლეხზირის მყინვარის სათავეს. აგებულია პალეოზოური გრანიტებით. დაფარულია მყინვარებით. პირველი ასვლა უღელტეხილიდან განხორციელდა 1933 (ხელმძღვ. ა. ჯაფარიძე; მონაწილეობდნენ დ. ფურცელაძე, ი. მარი).