„ლახამიჰესი“

„ლახამიჰესი-1", „ლახამიჰესი-2" (შპს), მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურები მესტიის მუნიციპალიტეტის სოფ. ჭუბერში, მდ. ლახამზე. ჰესები ექსპლუატაციაშია 2020-იდან. მათი სიმძლავრეა 15,9 (მ. შ.: „ლ- 1-ის“– 6,4; „ლ-2-ის“ – 9,5) მეგვტ. გამომუშავებული ელექტროენერგია შეადგენს (მლნ. კვტ.სთ): 2020 წ. – 5,3; 2021 წ. – 26,6. მფლობელია ავსტრიული კომპანია „ავსტრიან ჯორჯიან დეველოპმენტი“. ჰესები ჩართულია ქვეყნის ერთიან ელექტროსისტემაში.