ლახანი, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მესტიის მუნიციპალიტეტში (ხაიშის თემი), სვანეთის კავკასიონის სამხრ. განშტოებაზე, შდავლერის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. ენგურის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 680 მ. მესტიიდან 70 კმ. 2014 აღწერით მოსახლეობის რიცხოვნობა არ აღემატება 10 კაცს.