ლახატო, ნასოფლარი მცხეთა-მთიანეთის რეგიონის თიანეთის მუნიციპალიტეტში (ზარიძეების თემი), ქართლის ქედის დას. კალთაზე, მდ. ლახატოურაზე (ფშავის არაგვის აუზი). ზ. დ. 1320 მ. თიანეთიდან 30 კმ. 2014 აღწერით მუდმივი მოსახლე არ არის.
ლ. მოხსენიებულია ერეკლე II-ის ძის, გიორგის 1788 სამართლის წიგნში.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2004.