ლახირი, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მესტიის მუნიციპალიტეტში (მულახის თემი), სვანეთის კავკასიონის სამხრ. განშტოებაზე – გვალდის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. მულხრის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 1760 მ, მესტიიდან 11 კმ. 83 მცხ. (2014). ლ. გამოირჩევა სვანური კოშკების სიმრავლით. აქ დგას იოანე მახარებლის ეკლესია.