ლახუშდი (ყოფ. ლახუშტი), სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მესტიის მუნიციპალიტეტში (ლატალის თემი), უღვირის ქედის დას. დაბოლოებაზე, მდ. ენგურის მარჯვ. მხარეს. ზ. დ. 1340 მ, მესტიიდან 11 კმ. უღვირის ქედზე გადადის საავტომობილო გზა მესტიიდან უშგულში. 84 მცხ. (2014).