ლაჯანა, სოფელი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის ცაგერის მუნიციპალიტეტში (ორბელის თემი), მდ. ლაჯანურის (რიონის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 600 მ, ცაგერიდან 15 კმ. 289 მცხ. (2014).
წყაროებში პირველად დამოწმებულია 1650–52 რუსი ელჩების ნ. ტოლოჩანოვისა და ა. იევლევის მუხლობრივ ანგარიშებში.