ლაჯანურა

ლაჯანურა, მდინარე ცაგერის მუნიციპალიტეტში, რიონის მარჯვ. შენაკადი. სათავეს იღებს ლეჩხუმის ქედის სამხრ. კალთაზე, ზ. დ. 2710 მ სიმაღლეზე. სიგრძე 32 კმ, აუზის ფართ. 296 კმ 2. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულში, წყალმცირობა ‒ ზამთარში, წყალ-მოვარდნები – შემოდგომაზე. საშ. წლ. ხარჯი 10,5 მ 3/წმ. მკაცრ ზამთარში ახასიათებს ყინულნაპირისი და თოში. მდინარის ქვემო წელში წარმოდგენილია ლაჯანურის კლდეკარი და კანიონი. მდინარეზე აგებულია ლაჯანურის წყალსაცავი.