ლაჰილი, ლაილა, ლაჰლა, მწვერვალი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედზე, მდ. ლაჰილჭალის (ენგურის მარცხ. შენაკადი) სათავეში. სიმაღლე ზ. დ. 4010 მ. აგებულია ზედაპალეოზოურ-ტრიასული კვარციტებით, მეტამორფული ფიქლებითა და ქვიშაქვებით. დაფარულია თოვლ-ყინულით. ლ-ის ჩრდ. კალთაზე ხეობის ტიპის მყინვარებია.