ლაჰილი

ლაჰილი, ხეობის ტიპის მყინვარი მესტიის მუნიციპალიტეტში, სვანეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ენგურის აუზში. სიგრძე 5,5 კმ, ფართ. 5,24 კმ 2. მყინვარის ენა ეშვება 2220 მ-ზე. შედგება 2 ტოტისგან. მარჯვ. ტოტი დიდია, მარცხ. – პატარა და ყინულვარდნილს წარმოადგენს. საზრდოობს მწვ. ლაჰილის კალთებიდან ჩამონადენი მყინვარული ნაკადებით. ასაზრდოებს მდ. ხუმფრერს (ენგურის მარცხ. შენაკადი).