ლებანიძე გიორგი ივანეს ძე (23. IV. 1918, თბილისი, – 1990), ჟურნალისტი, მწერალი. დაამთავრა თბილ. რკინიგზის ტრანსპ. ინჟინერთა ინ-ტი (1955). იყო გაზეთების – „მოლოდოი სტალინეცის“ (1947, თბილისი), „სტალინელის“ (1952, ქუთაისი) რედაქტორი. 1953-იდან მუშაობდა გაზ. „პრავდის“ სპეც. კორესპონდენტად საქართველოში. ლ. ავტორია წიგნებისა „სიუხვე ადამიანის სულისა“ (1970), „ისე, როგორც ზღაპარში“ (1977), „ქებათა-ქება თავმდაბლობას“ (1978), „დაძლევა“ (1980) და სხვ., აგრეთვე სცენარებისა დოკუმენტური კინოფილმებისათვის: „მხიარულ შეხვედრათა დღეები“ (1976), „სადღესასწაულო საქართველო“, „მარადჟამს გვერდით“ (ორივე 1978) და სხვ.
1981 დოკუმენტური ფილმისათვის „საქართველო წინ და მაღლა“ მიენიჭა პრემია „ხუთწლედის მატიანე“.
მ. კვარაცხელია