ლებანიძე გურამ

ლებანიძე გურამ (24. XI. 1935, – 12. IX. 2021), ენათმეცნიერი. დოქტორი (1999), პროფესორი (2000). დაამთავრა თსუ-ის დასავლეთ ევრ. ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი. იყო ენისა და კულტურის სახელმწ. უნ-ტის პრორექტორი. მისი სამეცნ.-კვლ. და პედ. მოღვაწეობა ძირითადად უცხო ენათა ინ-ტთან (ახლანდ. ილიას უნ-ტი) იყო დაკავშირებული. იკვლევდა რომანულ ენებს, ლინგვისტიკისა და ენის ფილოსოფიის, კულტუროლოგიის აქტ. საკითხებს. კითხულობდა ლექციების სპეციალურ კურსს: „სახარებისეული ტექსტი და თანამედროვე აზროვნება“, „პედაგოგიკა და განათლების სისტემა“, „არასწორხაზოვანი აზროვნება“. ავტორია ნაშრომებისა, მ. შ. მონოგრაფიების: „ანთროპოცენტრიზმი და კომუნიკალური ლინგვისტიკა“. „დასავლეთი“ (2000), „კულტუროლოგიის საფუძვლები“ (2004), „კომუნიკაციური ლინგვისტიკა“ (2005), „რილკეს ელეგიები“ (2020) და სხვ.