ლებარდე, ადგილობრივი მნიშვნელობის მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი ეგრისის ქედზე, მარტვილის მუნიციპალიტეტში, ზ. დ. 1600 მ. ახასიათებს ზომიერად რბილი ზამთარი (იანვრის საშ. ტემპ-რა –4,1 °C) და ზომიერად გრილი ზაფხული (აგვისტოს საშ. ტემპ-რა 16 °C). ნალექები 1500 მმ წელიწადში. ძირითადი სამკურნ. ფაქტორია საშ. მთის კლიმატი, ნახშირმჟავა მინერ. წყალი (წყლის ტემპ-რა 7–13°C, მინერალიზაცია – 0,6–1 გ/ლ, საერთო დებიტი დღე-ღამეში 41 ათ. ლ). სამედ. ჩვენებაა სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ქრონ. დაავადებანი. სეზონი – ივნისი–ოქტომბერი. XX ს. 90-იანი წლების მოვლენების შემდეგ ლ. ძლიერ დაზარალდა. დღეისათვის მიღებულია გადაწყვეტილება კურორტის აღდგენის შესახებ, მიმდინარეობს რესურსების შესწავლა და განვითარების გეგმის შედგენა.