ლეგიტიმურობა

ლეგიტიმურობა (ლათ. legitimus – კანონიერი), სამართლებრივი, პოლიტიკური ხელისუფლების კანონიერების აღიარება. ლ. პოლიტ.-სამართ. ტერმინია და განსაზღვრავს ხელისუფლებისადმი მოსახლ. უმრავლესობის დამოკიდებულებას, ნდობის ხარისხს. ლეგიტიმურია ხელისუფლება, რ-საც მოსახლ. დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს, ცნობს პოლიტ. ხელისუფლების შეცვლის საყოველთაოდ აღიარებულ და დემოკრ. პროცედურებს და ხორციელდება სოც.-პოლიტ. გაერთიანებების (პარტიების) და არა კლანური ან კასტური დაჯგუფებების მიერ.

სამართლის ლ. ნიშნავს მის ფორმალურ-მატერ. ლ-ს. ფორმალური ლ. ახასიათებს კანონს, რ-ის მიღებისა და გამოცემისას დაცულია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურა. მატერიალური ლ. მოითხოვს, სამართალი იყოს ჭეშმარიტად სამართლიანი, მართალი, მართებული.

ი. უჯმაჯურიძე