ლევან IV დადიანი (გ. 1694), ოდიშის მთავარი 1683–91, ლევან III დადიანის უკანონო შვილი. ტახტზე აიყვანა ოდიშის ფაქტობრივმა გამგებელმა გიორგი ლიპარტიანმა (იხ. გიორგი IV დადიანი), რ-იც შემდგომში მუდმივად ავიწროებდა მას. ამიტომ ლ. IV დ. იძულებული გახდა 1691 ოსმალეთში გაქცეულიყო, სადაც გარდაიცვალა. ლ. IV დ. იყო დადიანთა საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი ოდიშის სამთავრო ტახტზე. მის შემდეგ დადიანობა გადავიდა ჩიქვანთა (ჩიქოვანთა) საგვარეულოს ხელში.
წყარო და ლიტ.: იხ. სტ-თან ლევან III დადიანი.
თ. ბერაძე