ლევახანე

ლევახანე, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მარტვილის მუნიციპალიტეტში (ბანძის თემი). ოდიშის ვაკეზე, მდ. აბაშის (ტეხურის მარცხ. შენაკადი) მარცხ. მხარეს. ზ. დ. 85 მ. მარტვილიდან 15 კმ. აბაშიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 23 კმ. 104 მცხ. (2014).