ლეიშმანია

ლეიშმანია (Leishmania), უმარტივესთა გვარი შოლტოსნების კლასისა. მათი მსხლისებრი სხეულის სიგრძე 2–4 მკმ აღწევს. იბუდებენ რეტიკულურ-ენდოთელიუმური სისტემის უჯრედებში, ლიმფურ კვანძებში. გადამტანი ცხოველის (მოსკიტის) სხეულში ისინი შოლტიან (ლეპტომონადურ) ფორმად გარდაიქმნებიან და იქვე მრავლდებიან. ლ. იწვევს ლეიშმანიოზს. ცნობილია ლ-ის რამდენიმე სახეობა, რ-თაგან 3 (L. donovani, L. tropica და L. brasiliensis) ადამიანისა და ზოგი ცხოველის (მაგ., ძაღლის) პარაზიტია.