ლეკაკულე

ლეკაკულე, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში (ჯგალის თემი), ოდიშის ვაკეზე, მდ. ჭანისწყლის (ხობის მარჯვ. შენაკადი) ხეობაში. ზ. დ. 240 მ, წალენჯიხიდან 6 კმ, ზუგდიდიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 28 კმ, 420 მცხ. (2014).