ლეკები

ლეკები, დაღესტნელების ტრადიციული ქართული სახელწოდება. ძირითადად იგულისხმებოდნენ დაღესტნის სამხრეთში (საქართვ. მოსაზღვრე ტერიტორიაზე) მცხოვრები დაღესტნელი ტომები.