ლეკვეიშვილი თინათინ შოთას ასული (დ. 2. II. 1954, თბილისი), სპორტსმენი (ცურვა). სსრკ საერთაშ. კლასის სპორტის ოსტატი.
დაამთავრა თსსი (1977). ევროპის ჩემპიონი (1970, გულაღმა 100 მ), მეორე (1970, კომბინირებული ესტაფეტა 4´100 მ) და მესამე (1970, გულაღმა 200 მ) პრიზიორი, ევროპის თასის მფლობელი (1969), სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1968–71, გულაღმა 100 მ; 1970–72, გულაღმა 200 მ) და სამგზის მეორე პრიზიორი (1968–69, გულაღმა 200 მ; 1972, გულაღმა 100 მ). 1968 წლის მეხიკოს (კომბინირებული ესტაფეტა 4´100 მ – IV ადგილი; გულაღმა 100 მ – XV, გულაღმა 200 მ – XXV) და 1972 წლის მიუნხენის (კომბინირებული ესტაფეტა 4X100 მ – IV, გულაღმა 100 მ – X; გულაღმა 200 მ – XX) ოლიმპიური თამაშების მონაწილე. საქართვ. წლის საუკეთესო სპორტსმენი (1970).