ლეკვეიშვილი ომარ დავითის ძე (26. VII. 1942, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, – 28. IV 2017, თბილისი), გენერალ-ლეიტენანტი (2000). საქართვ. ეროვნ. უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე (1996–98), 1997-იდან – გენ.-მაიორი, საქართვ. თავდაცვის მინისტრის მოადგილე (1998–2000), საქართვ. თავდაცვის ეროვნ. აკად. რექტორი (2000–02). დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (2002).