ლეკუდელე

ლეკუდელე, მთა მარტვილისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ეგრისის ქედის სამხრ. განშტოებაზე, მდ-ების – ხობის და ტეხურის წყალგამყოფზე. ზ. დ. 2244 მ. აგებულია შუა იურული პორფირიტული წყებით. კალთები შემოსილია შერეული ტყით, ხოლო თხემი – სუბალპური ლიხით.