ლეკური, „უვადო ხმალი“ (საბა), რომელსაც ტარზე „ხრმლის ჯვარედი“ არ ჰქონდა (ამ ჯვარედს არც წარმომავლობით და არც დანიშნულებით ჯვრის გამოსახულებასთან საერთო არ აქვს). ლ-ს ამზადებდნენ უმთავრესად ლეკი მეიარაღე-ხელოსნები. ხმლის სხვა ცნობილ სახეობებთან ერთად ლ. გავრცელებული იყო მეტწილად ჩრდ. კავკასიაში, ნაწილობრივ – საქართველოში (იმერეთი). უვადო ხმალი, როგოც მკვეთელი იარაღი, საბრძოლო მახასიათებლებით ვადიან ხმალზე ნაკლებად ფასობდა.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., მასალები ქართველი ერის მატერიალური კულტურის ისტორიისათვის, [ტ.] 3–4 , თბ., 1962.
კ. ჩოლოყაშვილი