ევგენი

ევგენი (ერისკაცობაში – ალექსანდრე ფილიპეს ძე ბ ა ჟ ე ნ ო ვ ი) (1784, ტულა, – 1862, ფსკოვი), საქართველოს ეგზარქოსი 1834– 44 წლებში, მანამდე მინსკის ეპისკოპოსი. დაამთავრა მოსკ. სას. აკადემია. 1829 ე. ეპისკოპოსად აკურთხეს. საქართველოში ჩამოსვლისთანავე დაინტერესდა ქართ. ეკლესიების, განსაკუთრებით უმნიშვნელოვანესი ისტორიული ტაძრების მდგომარეობით. მისი ინიციატივით შეკეთდა მცხეთის საპატრიარქო ტაძრის – სვეტიცხოვლის პერანგი, რისთვისაც 30000 მანეთზე მეტი გაიღო. მისივე გადაწყვეტილებით, საქართვ. საეკლ. ხაზინის ხარჯით, სას. სემინარიისთვის შეიძინეს ახალი, გაცილებით ფართო შენობა (ახლანდ. საქართვ. ხელოვნების მუზეუმი), სადაც იგი 1909-მდე იყო განთავსებული. 1837 რუს. იმპ. ნიკოლოზ I-ის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით "სანიტარიული" მიზნით ე-ის განკარგულებით შეთეთრდა საქართველოს ეკლესია-მონასტრები. 1844 ე. ასტრახანის არქიეპისკოპოსად გადაიყვანეს.

ლიტ.: ფ ე რ ა ძ ე  ი., საქართველოს ეგზარქოსები, «მოგზაური», 1901, N4; [Епископ Кирион], Краткий очерк истории Грузинской церкви и экзархата за XX столетие, Тфл.,1901; Православная богословская энциклопедия, т.4, СПб., 1903.

ე. ბუბულაშვილი