ლელააშხა, მთა ამბროლაურისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, ლეჩხუმის ქედზე, მდ-ების – ლაჯანურისა (რიონის მარჯვ. შენაკადი) და ღობიშურის (ცხენისწყლის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფზე. ზ. დ. 3152 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებით. შემოსილია ალპ. მდელოებით.