გუძი ნიკოლოზ კალენიკეს ძე

გუძი ნიკოლოზ კალენიკეს ძე (21. IV. 1887, მოგილიოვ-პოდოლსკი, – 29. X. 1965, მოსკოვი), უკრაინელი ლიტერატურათმცოდნე. უკრ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1945). დაამთავრა კიევის უნ-ტი (1911). იყო მოსკ. უნ-ტის პროფესორი (1922- იდან). იკვლევდა ძვ. რუს. ლიტ-რას („ამბავი იგორის ლაშქრობისა", XVI ს. პუბლიცისტიკა, აბაკუმის თხზულება), XVIII–XX სს. რუს. და უკრ. ლიტ-რას (თ. პროკოპოვიჩი, მ. ლომონოსოვი, ა. პუშკინი, ნ. გოგოლი, ლ. ტოლსტოი, თ. ტიუტჩევი, ვ. ბრიუსოვი, ტ. შევჩენკო, ი. ფრანკო), ტექსტოლოგიურ საკითხებს და ფილოლ. მეცნ. ისტორიას. მუშაობდა რუს.-ქართ. ლიტ. ურთიერთობის საკითხებზეც. დაინტერესებული იყო ძვ. რუს. ლიტ-რის ძეგლით „დინარა“,  მას მიუძღვნა ნაშრომი „ამბავი საქართველოს დედოფალ დინარას შესახებ".