ლელწამა, ლერწამა, მეჩალია, ბეღურასნაირთა რიგის რამდენიმე გვარის (Acrocephalus, Cettia, Horeites, Locustella, Pharagmaticola) საერთო სახელწოდება. ლ-ის მუცელი ღია ფერისაა, ზურგი – მურა, ერთფეროვანი ან კოპლებიანი. გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში გვხვდება 8 სახეობა (ამათგან მობუდარია 6, მიმომფრენი – 2). ბინადრობს ბუჩქნარში, ლერწმიანში, ლელქაშში, მდინარის ნაპირებზე, ტყეში, დასახლებულ ადგილებზე. დებს 4–6 კვერცხს. იკვებება მწერებით, პატარა ლოკოკინებით.
რ. ჟორდანია