ლემონჯავა პარმენ ბეგის ძე (დ. 15. XII. 1936, სოფ. ჭუბურხინჯი, ახლანდ. გალის მუნიციპალიტეტი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1990), პროფესორი (1996). 1960 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. 1960–72 მუშაობდა სსრკ მშენბანკის საქართვ. რესპ. კანტორაში, საქართვ. სახელმწ. დაწესებულებების მუშაკთა პროფკავშირის რესპ. კომიტეტში; 1972–75 იყო სპი-ის პოლიტეკონომიის კათედრის თანამშრომელი, 1975–2009 – თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის ეკონ. თეორიის კათედრის პროფესორი; 2009–12 – სტუ-ის ასოცირებული პროფესორი; 2012-იდან საინჟინრო ეკონ. მედიატექნოლოგიებისა და სოც. მეცნ. ფაკ-ტის ემერიტუსია. არის ჟურნ. „სოციალური ეკონომიკა XXI საუკუნის აქტუალური პრობლემების“ რედკოლეგიის წევრი და რედაქტორის მოადგილე.
ლ. სამეცნ. ნაშრომებისა და მონოგრაფიებების ავტორია. მისი მეცნიერული კვლევის სფეროა ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და ეკონ. თეორიის პრობლემები. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).
თხზ.: გარემოს დაცვისა და ბუნების გამოყენების აქტუალური ეკონომიკური პოლიტიკა, თბ., 2008; ბუნების გამოყენების ეკონომიკა, თბ., 2014; ბუნების გამოყენების ეკოლოგიური პოლიტიკა, თბ., 2017.