ლემსია, სოფელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მესტიის მუნიციპალიტეტში (ლენჯერის თემი), უშბის მასივის სამხრ. კალთის ძირას, მდ. მულხრის (ენგურის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ლ., კაერი, ლაშთხვერი, ნესგუნი, სოლი, ქაშვეთი, ჰეშკილი), ზ. დ. 1400 მ, მესტიიდან 3 კმ. 139 მცხ. (2014).