ლეონი

ლეონი (Leone), მონსინიორე (XVIII ს.), იტალიელი მისიონერი, 1742–73 ცხოვრობდა საქართველოში. მნიშვნელოვანია მისი ცნობები მეფეების, თეიმურაზისა და ერეკლეს სახელმწიფოებრივი მოღვაწეობის, მათი საშინაო და საგარეო პოლიტიკის შესახებ; ერეკლეს შესახებ ლ. წერდა: მეტად სამართლიანი, სათნო და დიდსულოვანი მეომარია. აღწერს აგრეთვე სოლომონ იმერთა მეფის ბრძოლას დას. საქართველოს პოლიტ. გაერთიანებისათვის და სხვ.

თხზ.: Notizie avute da Monsignore Leone di Ceorgia nel 1773.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.