ლეონიძე მარიამ ნიკოლოზის ასული (30. XI. 1894, თბილისი, – 18. IV. 1972, იქვე), პედაგოგი, თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი სტენოგრაფი, ქართ. სტენოგრაფიის ფუძემდებელი. 1914 დაამთავრა მოსკოვის უცხო ენათა უმაღლესი პედ. კურსები. 1914–27 უცხო ენებს ასწავლიდა თბილისში. 1925 დაამთავრა სტენოგრაფიის კურსები. 1926-50 სტენოგრაფისტად მუშაობდა უმაღლეს პარტ. და საბჭ. ორგანოებში. 1927-იდან ქართ. და რუს. სტენოგრაფიას ასწავლიდა სხვადასხვა რესპ. კურსებზე. ლ-მ პირველმა დაამუშავა მეცნიერულად ქართ. სტენოგრაფიის სისტემა.
თხზ.: ქართული სტენოგრაფია, თბ., 1966.
ე. ბაგრატიონი