ლეჟავა ანზორ ვიქტორის ძე

ლეჟავა ანზორ ვიქტორის ძე (3. IX. 1936, სოფ. ქოლობანი, აბაშის მუნიციპალიტეტი, – 20. III. 1997, თბილისი), სპორტსმენი, კალათბურთი, ცენტრალური თავდამსხმელი. დაამთავრა სპი (1950). თამაშობდა თბილისის „ნაუკაში“, „ბურევესტნიკსა“ (1954–58) და „დინამოში“ (1959–72). სსრკ ნაკრების წევრი (1963). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1963), ევრ. ჩემპიონთა თასის მფლობელი (1962), სსრკ სპარტაკიადის მეორე პრიზიორი საქართვ. ნაკრების შემადგენლობაში (1959), სსრკ ჩემპიონი (1968), სამგზის მეორე (1960, 1961, 1969) და მესამე (1965) პრიზიორი, სსრკ თასის მფლობელი (1969). სსრკ სპორტის ოსტატი (1962). მისი სახელი მინიჭებული აქვს ქოლობნის საჯარო სკოლას (1999). მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1996).