ლეჟავა ბიჭიკო ნესტორის ძე

ლეჟავა ბიჭიკო ნესტორის ძე (დ. 5. X. 1949, თბილისი), გენერალ-მაიორი (2001). საქართვ. სახელმწ. უშიშროების სამსახურის საპატიო თანამშრომელი (1996). დაამთავრა სპი-ის სატრანსპორტო ფაკ-ტი (1971). მსახურობდა საქართვ. ტრანსპორტის სამინისტროს სისტემაში (1971–74), 1974-იდან – საქ. სსრ სახელმწ. უშიშროების ორგანოებში. 1997–2002 იყო საქართვ. სახელმწ. უშიშროების მინისტრის აპარატის უფროსი, 2003–04 – საქართვ. საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი. 2004-იდან თადარიგშია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).