ლეჟავა ვახტანგ აკაკის ძე (28. IV. 1923, თბილისი, – 12. II. 1944, სოფ. ბოლშაია კოსტრომა, დნეპროპეტროვსკის ოლქი), საბჭოთა კავშირის გმირი (13. IX. 1944), გვარდიის ლეიტენანტი. 1941 დაამთავრა თბილ. სამხ. ქვეითი სასწავლებელი. იბრძოდა ბრიანსკისა და სტალინგრადის ფრონტებზე. 1944 წ. 12 თებ. ბრძოლაში მძიმედ დაიჭრა, ტყვედ ჩავარდნას სიკვდილი არჩია.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
ლიტ.: Герои Советского Союза Т.1 М., 1987