ლეჟავა ვლადიმერ ვახტანგის ძე (21. V. 1938, თბილისი, – 19. X. 2009, იქვე), ნიადაგმცოდნე. სოფ. მეურნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2002), საქართვ. ეკოლ. აკად. ნამდვ. წევრი (2002), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (2002). 1961 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის აგრონ. ფაკ-ტი. 1961–73 იყო საქართვ. ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი, 1974–2006 – თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტის ხმელეთის ჰიდროლ. და ნიადაგმცოდნეობის კათედრის პროფესორი, 1983-იდან – ნიადაგმცოდნეთა საზ-ბის სწავლული მდივანი, 1996–2005 – გეოგრაფიის ინ-ტის წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი. ლ-მ გამოიკვლია საქართვ. ეწერი ორთშტეინიანი ნიადაგები, შეისწავლა მათი გენეზისისა და გეოგრაფიის თანამედროვე ასპექტები, მუშაობდა საქართვ. ნიადაგური რუკის შედგენაზე და სხვ. ავტორია სამეცნ. ნაშრომების. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ივ. ჯავახიშვილის სახ. პრემია (1993).
თხზ.: ნიადაგების ევოლუციის და ასაკის განსაზღვრა, თბ., 2005; ნიადაგების მსხვილმასშტაბიანი კარტოგრაფირების პრინციპები და მეთოდები, თბ., 2005.