ლეჟავა თეიმურაზ ალექსანდრეს ძე

თ. ლეჟავა

ლეჟავა თეიმურაზ ალექსანდრეს ძე (დ. 14. V. 1939, თბილისი). ბიოლოგი, გენეტიკოსი. ბიოლ. მეცნ. დოქტორი (1984), პროფესორი (1984). დაამთავრა თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტი (1963). სამეცნ. კვლევა დაიწყო სსრკ მეცნ. აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის, შემდგომ სსრკ სამედიცინო აკად. მორფოლოგიის (1963–68) ინ-ტში. 1968–69 იყო ი. ჟორდანიას სახ. ქალის ფიზიოლ. და პათოლ. ინ-ტის გენეტიკის განყ-ბის და თსსი-ის ციტოლოგიის განყ-ბის თანამშრომელი (1969–70), მის მიერვე ჩამოყალიბებული გენეტიკის განყ-ბის გამგე (1970–75), თსუ-ის გენეტიკის კათედრის გამგე (1975–2011), გენეტიკის ინ-ტის ხელმძღვანელი (2011- იდან). ლ-მ დააარსა საერთაშ. სიმპოზიუმი „დაბერების გენეტიკა“ (ჩატარდა თბილისში 1972, 1984, 1989, 2008; ხიროსიმაში – 1987). ლ-ს სამეცნ. კვლევის სფეროა ადამიანის გენომის შესწავლა. მისი გამოკვლევის შედეგებმა დაბერების გენეტიკაში საერთაშ. აღიარება მოიპოვა. აშშ-ში გამოიცა მონოგრაფია, რ-შიც შევიდა ლ-ს სამი აღმოჩენა, სიცოცხლის გახანგრძლივებისა და დაბერების პათოლოგიათა თავიდან აცილების, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ავთვისებიანი სიმსივნეებისა და სხვა სნეულებათა მკურნალობის შესახებ.

გერონტოლოგიისა და გერიატრიის საერთაშ. ასოციაციის (IAGG-ER) მიერ დაჯილდოვდა ევროპის საუკეთესო მეცნიერის მედლით (2019), მიღებული აქვს ღირსების ორდენი (2000), ი. ჯავახიშვილის სახ. მედალი.

ლ. არის სხვადასხვა საზოგადოებრივი სამეცნ. აკადემიისა და სამეცნ. ჟურნალების რედკოლეგიის წევრი, სახელმძღვანელოების, მონოგრაფიებისა და სამეცნ. ნაშრომების ავტორი.

თხზ.: უჯრედის გენეტიკა, თბ., 2004; ადამიანის გენეტიკა, თბ., 2007; ადამიანის გენეტიკა სამედიცინო გენეტიკის საფუძვლებით, თბ., 2015; Хромосомы в глубокой старости, Тб., 1991; Chromosomes in Very Senile Age: 80 years and over, M., 1999; Human Chromosomes and Aging: From 80 to 114., N.Y., 2006.